ბესიკ გაზდელიანი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა” თბილისის რაიონული ორგანიზაციების წევრების უმრავლესობამ, 300-მდე ადამიანმა დატოვა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” თბილისის რაიონული ორგანიზაციების წევრების უმრავლესობამ, დაახლოებით 300-ამდე ადამიანმა დატოვა. შესაბამისი განცხადება ბესიკ გაზდელიანმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.

ბესიკ გაზდელიანის განცხადებით, პარტიის დატოვებით ნაბიჯს დგამენ წინ, ნათელი მომავლისთვის საბრძოლველად.

“დღეს აქ ვდგავართ “ნაციონალური მოძრაობის” თბილისის რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლების უმრავლესობა. ესენი არიან ადამიანები, ვინც წლების განმავლობაში უანგაროდ და ერთგულად ემსახურებოდა პარტიას და იმ ღირებულებებსა და იდეალებს, რის გამოც თავის დროზე ამ პარტიაში მოვედით.

მოგმართავთ ახალ მენეჯმენტს, რა არის თქვენთვის ეს პარტია, შეიძლება ეს არის მექანიზმი პარლამენტში მოხვედრისა, შეიძლება ეს არის მექანიზმი თქვენი ამბიციების დაკმაყოფილების, მაგრამ ჩვენთვის ეს არის პოლიტიკური ოჯახი, სადაც მოვედით ღირებულებებით და იდეალებით დამუხტულები.

სამწუხაროდ, დღეს ჩვენს თავს მანდ ვეღარ ვხედავთ. დღეს წარმოდგენილი ადამიანები მხოლოდ მცირე ნაწილია, რომლებიც ისე ფიქრობენ, როგორც ჩვენ. გვიწევს, სამწუხაროდ, ძალიან რთული გადაწყვეტილების მიღება, რაც ჩვენთვის ძალიან მძიმეა, თუმცა ალბათ ამ ეტაპისთვის აუცილებელი - ჩვენ ვტოვებთ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, ვდგამთ ნაბიჯს წინ, მომავალში იმისათვის, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ დღეს მამები რომ ვდგავართ და ვიბრძვით ქვეყნის თავისუფლებისთვის, ხვალ ჩვენს შვილებს იმავეს კეთება არ მოუწიოთ თავისუფლების მოედანზე. ვიბრძვით იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ცივილიზებული სამყაროს სრულუფლებიანი წევრი”, - განაცხადა ბესიკ გაზდელიანმა.

საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, დავით ლაგვილავას განცხადებით კი, ისინი ბრძოლას ახალი პარტიიდან აპირებენ, რომელსაც ნიკა მელია დააარსებს.

„ბოლო პერიოდში პარტიის მენეჯმენტში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ დღეს, სამწუხაროდ, აღარაფერი დარჩა „ნაციონალური მოძრაობისგან“. კერძოდ, იმ იდეალებისგან, პრინციპებისგან, ღირებულებებისგან, რასაც ეს პარტია წარმოადგენდა ქართულ პოლიტიკაში.

ჩვენ აუცილებლად ვაპირებთ ახალ პარტიაში შესვლას, რომელიც დაფუძნდება უახლოეს მომავალში ნიკა მელიას ხელმძღვანელობით. სწორედ ამ პარტიიდან ვაპირებთ ღირსებით, სიმართლით და შეუპოვრობით ბრძოლის გაგრძელებას „ქართული ოცნებისა“ და რუსული რეჟიმის წინააღმდეგ“, - განაცხადა დავით ლაგვილავამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს