პროექტის „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეები კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში პროექტი „ჩვენი ჯარი’’ გრძელდება.

სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის უწყების წარმომადგენლები საქართველოს კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებს შეხვდნენ.

„თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა სტუდენტებს თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარეს და „ჩვენი ჯარის“ პროექტის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. სტუდენტები თავდაცვის ახალი კოდექსით დაგეგმილ სიახლეებსაც გაეცნენ, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. მათ ინფორმაცია მიიღეს როგორც პროფესიული სამხედრო სამსახურის, ასევე სავალდებულო სამხედრო სამსახურისა და რეზერვის სახეობების შესახებ. სტუდენტებმა კოდექსთან დაკავშირებით არაერთი შეკითხვა დასვეს და ამომწურავი პასუხები მიიღეს.

პროექტი „ჩვენი ჯარი“ საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ქართული ჯარის პოპულარიზაციას, პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებასა და სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების ხელშეწყობას ისახავს მიზნად“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს