კატარის ემირი - ღაზის სექტორი უპრეცედენტო ჰუმანიტარულ კატასტროფას განიცდის

ღაზის სექტორი უპრეცედენტო ჰუმანიტარული კატასტროფის მომსწრეა, რომელიც მსოფლიოს თავისუფალ ადამიანებს აიძულებს დასვან ლეგიტიმური კითხვები საერთაშორისო სისტემების ბუნებასა და სამართლებრივი ინსტრუმენტების ეფექტურობასა და მათ პრინციპებზე, - ამის შესახებ კატარის ემირმა, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ ტანიმ დოჰას ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ემირმა დაგმო მშვიდობიან მოსახლეობაზე, მათ შორის ქალებსა და ბავშვებზე, თავდასხმა და განაცხადა, რომ ეს საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს.

”მსოფლიო რეალურად იყოფა მათ შორის, ვინც ამ ომის დასრულებისა და ომის მანქანის შეჩერებისკენ მოუწოდებს, და ვინც ყოყმანობს, თუნდაც ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდოს”, - აღნიშნა კატარის ემირმა.

მისი თქმით, ზოგიერთი ადამიანი ცდილობს, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტი რელიგიური ომად წარმოაჩინოს.

„თუმცა, ეს კონფლიქტი იყო და ახლაც არის ოკუპაციის საკითხი და იმ ადამიანების საკითხი, რომლებსაც თვითგამორკვევის უფლება ათწლეულების განმავლობაში აქვთ წართმეული“, - აღნიშნა კატარის ემირმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს