პაატა მანჯგალაძე - დავრწმუნდი, რომ სხვის შეცდომებზე ხალხი ვერ სწავლობს - „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ კი საუკეთესო შედეგს ვაჩვენებთ 2024 წელსაც

ერთი რამ შემიძლია ვთქვა, დავრწმუნდი, რომ სხვის შეცდომებზე ხალხი ვერ სწავლობს - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც ნიკა მელიას მიერ დაანონსებული ახალი პარტიის შექმნას გამოეხმაურა.

„ჩვენ უფრო სხვა პროცესიც გვინახავს. ლიდერების მთელი თაობა წავიდა 2016 წელს „ევროპული საქართველოს“ სახით „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ჩვენ ვნახეთ, რომ 2018 წელს პარტიამ არნახული შედეგი აჩვენა. ჩვენ მაშინაც ერთად მოვახერხეთ ეს, „ნაციონალურმა მოძრაობამ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და ვარწმუნებ ყველას, რომ ერთ-ერთ საუკეთესო შედეგს ვაჩვენებთ 2024 წელსაც. ამის უკან დგას კონკრეტული სამუშაოები, რომელსაც ვაკეთებთ. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, დავრწმუნდი, რომ სხვის შეცდომებზე ხალხი ვერ სწავლობს“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

რაც შეეხება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მოლოდინებს, პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ შეიძლება სტატუსი ქვეყანას ვიქტორ ორბანის გამო არ მისცენ და დროებით გადავადდეს.

„მოლოდინებს რაც შეეხება, მე მაქვს ჩვენი პარტნიორების იმედი, ახლა მთავარია პუტინის და „ქართული ოცნების“ მეგობარმა ორბანმა არ დაბლოკოს ეს პროცესი. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არასწორად აკეთებენ აქცენტს, თითქოს, უკრაინის გამო საქართველოს შეიძლება არ მისცენ [კანდიდატის სტატუსი] - ეს არასწორია. შეიძლება ორბანის გამო არ მოგვცენ [კანდიდატის სტატუსი], დროებით გადავადდეს. სინამდვილეში უკრაინის გამო მოგვეცა შანსი, ასე უნდა დავინახოთ ეს პროცესი“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს