გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელი - ღაზაში დედამიწაზე ჯოჯოხეთია, ლურჯი დროშაც კი აღარ არის დაცული

პალესტინელების დეჰუმანიზაციამ საშუალება მისცა საერთაშორისო თანამეგობრობას, ღაზაში ისრაელის თავდასხმები აიტანოს, - ამის შესახებ გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ფილიპე ლაზარინმა, კატარში, დოჰას ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ლაზარინის თქმით, ეთანხმება მათ, ვინც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდებით გამოდის, რადგან, თვლის, რომ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ღაზაში „დედამიწაზე ჯოჯოხეთის“ დასასრულებლად.

„ნამდვილად ყველაზე ცუდი სიტუაციაა, რაც კი ოდესმე მინახავს. ადამიანები მოდიან გაერო-ში დაცვის იმედით, მაგრამ ლურჯი დროშაც კი აღარ არის დაცული. ყველა შეფასებით, ვითარებამ კატასტროფულ ხასიათს მიაღწია“, - აღნიშნა გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება