ვლადიმერ პუტინი უკრაინაზე - მათ არაფერი აქვთ საკუთარი, მაშ, არ აქვთ მომავალი

რუსეთის მომავალი დამოკიდებულია სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეთა საბრძოლო მუშაობაზე, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კრემლში, რუს სამხედროებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

"ბევრი რამ არის დამოკიდებული თქვენს საბრძოლო მუშაობაზე, რუსეთის მომავალი, ეს აშკარაა", - აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა და საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა განაცხადეს, რომ არ აპირებდნენ მინსკის შეთანხმებების განხორციელებას და ეს შეთანხმებები უკრაინის საომარი მოქმედებებისთვის მოსამზადებლად გამოიყენეს.

"დიახ, და რუსეთის უკან დახევის, მისი დასუსტებისა და საბოლოოდ მისი განადგურების მცდელობა. მათ არაფერი გამოუვათ, არასოდეს", - აღნიშნა პუტინმა.

მისი მტკიცებით, რუსეთის თავდაცვის ინდუსტრია სულ უფრო და უფრო იზრდება, უკრაინის რესურსები კი იწურება, რადგან მას არ აქვს საკუთარი ბაზა, ფული და იდეოლოგია.

„მათი რესურსები იწურება, მათ არ აქვთ საკუთარი ბაზა, როდესაც არ აქვთ საკუთარი ბაზა, არ აქვთ საკუთარი იდეოლოგია, მათ არ აქვთ საკუთარი ინდუსტრია, საკუთარი ფული, მათ არაფერი აქვთ საკუთარი, მაშ არ აქვთ მომავალი, ჩვენ კი გვაქვს“, - განაცხადა პუტინმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს