პალესტინის პრემიერი - ისრაელის განცხადება, რომ აპირებს „ჰამასის“ აღმოფხვრას, არარეალურია, ეს არ მოხდება

პალესტინის პრემიერ-მინისტრის, მოჰამედ შტაიეს განცხადებით, არარეალურია ის, რომ ისრაელი შეძლებს „ჰამასის“ აღმოფხვრას.

"ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ გავაცნობიეროთ, რომ „ჰამასი“ არის პალესტინის პოლიტიკური მოზაიკის განუყოფელი ნაწილი. ამიტომ, ისრაელის განცხადება, რომ აპირებს „ჰამასის“ აღმოფხვრას, ვფიქრობ, არარეალურია, ეს არ მოხდება და სრულიად მიუღებელია ჩვენთვის“, - განაცხადა პალესტინის პრემიერმა დოჰას ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, დღეს, პალესტინელების მთავარი საზრუნავი არის ის, რომ სურთ შეწყდეს სისასტიკე და გენოციდი.

„გვჭირდება ყოვლისმომცველი პოლიტიკური გადაწყვეტა, რომელიც ბოლოს მოუღებს პალესტინელთა ამ ტანჯვას, რომელიც დაიწყო 75 წლის წინ. მოვლენები პალესტინაში მხოლოდ 7 ოქტომბერს არ დაწყებულა", - აღნიშნა პალესტინის პრემიერმა.

შეგახსენებთ, ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ გაანადგურებს „ჰამასს“, რომელმაც 7 ოქტომბერს ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც დაახლოებით 1 200 ადამიანი დაიღუპა, 240-ზე მეტი ადამიანი კი მძევლად აიყვანეს და ღაზის სექტორში გადაიყვანეს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს