კრემლი - ვლადიმერ პუტინმა ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ მისთვის ტერორიზმის ნებისმიერი გამოვლინება მიუღებელია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ზონაში არსებული მწვავე ვითარება განიხილა და დაადასტურა, რომ მისთვის მიუღებელია ტერორიზმის ნებისმიერი გამოვლინება, - ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარი გამართა. ყურადღება გამახვილდა პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ზონაში არსებულ მწვავე ვითარებაზე და განსაკუთრებულად, ღაზის სექტორში არსებულ კატასტროფულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა მისი პრინციპული პოზიცია ტერორიზმის ნებისმიერი გამოვლინების მიუღებლობისა და დაგმობის შესახებ“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა