იოავ გალანტი - „ჰამასმა“ 7 ოქტომბერზე ისრაელის საპასუხო ნაბიჯი არასათანადოდ შეაფასა

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ 7 ოქტომბრის თავდასხმაზე ისრაელის საპასუხო ნაბიჯი არასათანადოდ შეაფასა.

„ძნელია დემოკრატიების ომებში ჩართვა, მაგრამ როგორც კი ომში ვართ, ბევრად ძლიერები ვართ, რადგან ვიბრძვით ჩვენი ღირებულებების დასაცავად“, - განაცხადა გალანტმა.

მისი თქმით, ისრაელი ტერორიზმის წინააღმდეგ თავისუფალი სამყაროს ფრონტზე იბრძვის.

„პირველ სახლში ხანძრის დროს საჭიროა მისი შეჩერება, რათა არ გავრცელდეს სოფელსა და ეკლესიაში. ისრაელი პირველ სახლს ჰგავს. ჩვენ ვიბრძვით თავისუფალი სამყაროს ფრონტზე ტერორიზმის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, პალესტინის მხარდამჭერი აქტივისტების მიერ მიწოდებულ დახმარებას გლობალური ტერორი იყენებს.

„ჰამასის“ პროპაგანდა გავლენას ახდენს უნივერსიტეტებსა და საპროტესტო აქციებზე და მიედინება ფული იმაში, რაც ააქტიურებს ტერორისტულ ქსელებს მთელს მსოფლიოში“, - აღნიშნა გალანტმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება