ოთარ შამუგიამ, დუბაიში, იაპონიის ინიციატივით გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP 28) ფარგლებში გამართულ შეხვედრას, რომელიც იაპონიის გარემოს დაცვის მინისტრ იტო შინტაროს მოწვევით გაიმართა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გარემოს დაცვის მინისტრი და მაღალი რანგის თანამდებობის პირები ესწრებოდნენ.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აღნიშნული მაღალი დონის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა.

ოთარ შამუგიამ დადებითად შეაფასა ერთობლივი დაკრედიტების მექანიზმის ფარგლებში (JCM) იაპონიისა და საქართველოს მთავრობებს შორის თანამშრომლობა.

„2022 წელს საქართველოს და იაპონიის მთავრობებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ თანამშრომლობის გასაფართოებლად და ერთობლივი დაკრედიტების მექანიზმის შექმნისთვის. იგეგმება ერთობლივი კომიტეტის შექმნა, რომელიც შედგება ორივე მთავრობის წარმომადგენლებისგან. კომიტეტს ექნება ერთობლივი დაკრედიტების მექანიზმის განხორციელების მანდატი. ასევე, ვგეგმავთ ერთობლივი კომიტეტის შეხვედრას, რათა საპროექტო ციკლის პროცედურებს მიეცეთ ფორმალური სახე, რაც საშუალებას მოგვცემს, საქართველოში JCM-ის სქემის ფარგლებში ემისიების შემცირების პირველი პროექტები განხორციელდეს”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილების მხარეთა კონფერენცია (COP28) არის კლიმატის ცვლილების საკითხებში არსებული მრავალმხრივი გადაწყვეტილებების მიმღები პლატფორმა, სადაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა მონაწილეობს. დუბაიში მიმდინარე კონფერენციაში 100 000 მეტი დელეგატი მონაწილეობდა. კონფერენციის ფარგლებში, სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა, მათ შორის, ლიდერთა სამიტი, მინისტერიალები, ორმხრივი შეხვედრები და მოლაპარაკებები. გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილების მხარეთა კონფერენციას (COP28), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს