გივი მიქანაძე - ხელისუფლება დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, ოპოზიცია კი სპეკულირებს - როცა 2009, 2011, 2012 წლებში არაერთი ჩვენი მოქალაქე სცემეს, წამებით მოკლეს ოკუპირებულ  რეგიონებში, მათ რა გააკეთეს?

როცა 2009, 2011, 2012 წლებში არაერთი ჩვენი მოქალაქე სცემეს, წამებით მოკლეს ოკუპირებულ რეგიონებში, მათ რა გააკეთეს? ოპოზიცია სპეკულირებს ამ საკითხებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ გალში, სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. მილიციელის მიერ ცემის შედეგად საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ყველა დამნაშავე მართლმსაჯულების წინაშე "ადრე თუ გვიან აუცილებლად წარდგება".

„ხელისუფლება დგამს ყველა შესაძლო ნაბიჯს, რომ დამნაშავეები დაისაჯონ. ვგმობთ ამ ფაქტს, ეს არის უსასტიკესი დანაშაული და აუცილებლად, როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ასევე ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, სადაც ოკუპანტების მხრიდან და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მოხდა ჩვენი მოქალაქეების სiცოცხლის, ჯანმრთელობის ხელყოფა, ყველა ეს ადამიანი არ დარჩება პასუხისმგებლობის გარეშე და ისინი მართლმსაჯულების წინაშე ადრე თუ გვიან აუცილებლად წარდგებიან. ხელისუფლება დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, ოპოზიცია კი სპეკულირებს. როცა 2009, 2011, 2012 წლებში არაერთი ჩვენი მოქალაქე სცემეს, წამებით მოკლეს ოკუპირებულ აფხაზეთში და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, მათ რა გააკეთეს? რა ნაბიჯები გადადგეს? ახლა ისინი სპეკულირებენ ამ საკითხებით, ხელისუფლება პარტნიორებს ელაპარაკება და დგამს ყველა შესაძლო ნაბიჯს, რის განხორციელებაც შეიძლება. არც ერთი დამნაშავე არ დარჩება ისე, რომ ქართული მართლმსაჯულების წინაშე არ წარსდგეს,"- განაცხადა მიქანაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ გალის რაიონში საქართველოს მოქალაქეს, თემურ კარბაიას, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს. თემურ კარბაია საავადმყოფოში გადაყვანისთანავე დაიღუპა.

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ინციდენტთან დაკავშირებით გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი “ცხელი ხაზი”. ცხელი ხაზის“ გაზიარებული ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი, თუმცა არ დაადასტურეს ხსენებული პირის უკანონოდ დაკავების მცდელობა. უწყების თანახმად, გამომდინარე იქიდან, რომ პროცესები ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში ანუ ოკუპირებულ ქალაქ გალში განვითარდა მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის მოძიების პროცესი.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო