აფხაზეთის ე.წ. შსს - კარბაიას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს მოქალაქის, თემურ კარბაიას გარდაცვალების ფაქტზე „შესაბამისი სამსახურები გამოძიებას აწარმოებენ“.

გამოცემა „აიაშარას“ ცნობით, ე.წ. შსს-ს ინფორმაციით, 6 დეკემბერს გალის რაიონის „შინაგან საქმეთა სამმართველოში“ შევიდა შეტყობინება, რომ გალის საქალაქო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქე ნასვამ მდგომარეობაში მოქალაქეებს შეურაცხყოფას აყენებდა და უცენზურო სიტყვებით მიმართავდა.

”შემოსულ სატელეფონო შეტყობინებაზე რეაგირების შედეგად 1979 წლის 30 აგვისტოს დაბადებული ვიტალი კარბაია პოლიციის სამმართველოს სამორიგეო განყოფილებაში გადაიყვანეს“, - აცხადებენ ე.წ. „უწყებაში“.

მათი მტკიცებით, კარბაია აგრძელებდა უცენზურო სიტყვების გამოყენებას პოლიციელების მიმართ და შენიშვნებზე რეაგირებას არ ახდენდა. ე.წ. შსს-ს მტკიცებით, გალის რაიონის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანილმა კარბაიამ საკუთარი თავის დაზიანება სცადა, რის გამოც, სამედიცინო ჩარევის მიზნით, რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ე.წ. უწყების ცნობით, 7 დეკემბერს დილით, "პრევენციული საუბრის შემდეგ“ კარბაია გაათავისუფლეს“.

ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ კარბაია 9 დეკემბერს სოხუმის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც წინა დღით გალის საავადმყოფოდან გადაიყვანეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს