NDI - „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ახალგაზრდებში შედარებით დაბალია

„ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ახალგაზრდებში შედარებით დაბალია, - ამის შესახებ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" საზოგადოებრივი განწყობის 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული კვლევაშია ნათქვამი.

კითხვაზე, საქართველოში არსებულ მრავალ პოლიტიკურ პარტიას შორის რომელი დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, 18-34 წლის ასაკობრივ კატეგორიაში გამოკითხულთა ნახევარი აცხადებს, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას, იმავე პასუხს აფიქსირებს 35-54 ასაკობრივი კატეგორიის 48% და 55 წელს ზემოთ მყოფი გამოკითხული პირის 42%. ამასთან, აღსანიშნავია, რომ „ქართულ ოცნებას“, როგორც მათ შეხედულებებთან ახლოს მდგომ პარტიას, 18-34 წლის ასაკობრივი კატეგორიის მხოლოდ 13% ასახელებს, უფრო მაღალია მაჩვენებელი ფიქსირდება 35-54 და 55 წელს ზემოთ ასაკობრივ კატეგორიაში, სადაც შესაბამისად, 20% და 24% ასახელებს „ქართულ ოცნებას“ მათ შეხედულებებთან ახლოს მდგომ პარტიად. ამასთან, ახალგაზრდების მხოლოდ 2% ამბობს, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“.

ცნობისთვის, კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს