NDI - მცირდება მათი რიცხვი, ვინც ამბობს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა ექსკლუზიურად პროდასავლური უნდა იყოს

მცირდება მათი რიცხვი, ვინც ამბობს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა ექსკლუზიურად პროდასავლური უნდა იყოს, - ამის შესახებ „საქართველოს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის შედეგებშია აღნიშნული.

კვლევის თანახმად, ექსკლუზიურად პროდასავლური საგარეო კურსის მხარდაჭერა ყველაზე მაღალი თბილისის მცხოვრებლებსა და ახალგაზრდებშია, ხოლო ყველაზე დაბალი - ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში.

კითხვაზე, როგორი უნდა იყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკა, 37% ამბობს, რომ პროდასავლური, მაშინ როდესაც გასული წლის ივლისში ჩატარებული კვლევის თანახმად იგივე მაჩვენებელი 47% იყო.

კვლევის თანახმად, გაზრდილია მათი რიცხვი, ვინც ამბობს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა პროდასავლური უნდა იყოს, თუმცა კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოს რუსეთთან. ასეთ პასუხს რესპონდენტთა 36% იძლევა, მაშინ როდესაც 2022 წლის ივლისის კვლევაში ეს პასუხი გამოკითხულთა 31%-მა გასცა.

საქართველოს პრორუსული საგარეო კურსის მომხრეა გამოკითხულთა 2%. 8% ამბობს, რომ კურსი პრორუსული უნდა იყოს, თუმცა საქართველომ შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა ევროკავშირთან და ნატოს-თან. 14% კითხვის პასუხად ამბობს: „არ ვიცი“.

ამასთან, კვლევის თანახმად, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა უმეტესობა ამბობს, რომ საგარეო პოლიტიკა პროდასავლური უნდა იყოს, თუმცა რუსეთთან კარგი ურთიერთობაც უნდა შევინარჩუნოთ. ამ მოსაზრებას ოპოზიციის მხარდამჭერების თითქმის 40 პროცენტი იზიარებს. კვლევის თანახმად, ექსკლუზიურად პროდასავლურ კურსს ყველაზე მეტად ოპოზიციის მხარდამჭერები ემხრობიან.

აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს