NDI - გამოკითხულთა 83% ფიქრობს, რომ საზოგადოებაში ისეთი მენტალური ჯანმრთელობის დარღვევები, როგორიცაა დეპრესია და შფოთვითი აშლილობა, პრობლემატურია, 8%-ის აზრით არ არის პრობლემატური

„ეროვნულ - დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)-ის“ კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 83% ფიქრობს, რომ საზოგადოებაში ისეთი მენტალური (ფსიქიკური) ჯანმრთელობის დარღვევები, როგორიცაა დეპრესია და შფოთვითი აშლილობა, „პრობლემატურია“, 8%-ის აზრით „არ არის პრობლემატური“.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 86%-ს არ უფიქრია ფსიქოლოგისა ან ფსიქიატრისთვის მიმართვა, 12% -ს კი უფიქრია. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, იმ 12 პროცენტიდან, ვისაც უფიქრია სპეციალისტისთვის მიემართა, ნახევარი ასეც მოიქცა. ხოლო მათ, ვინც არ მიმართეს, შემდეგი მიზეზები დაასახელეს: არ ჰქონდათ შესაბამისი ფინანსები, ან არ ჰქონდათ ამის საჭიროება. ამასთან, კვლევის თანახმად, თითქმის, ყოველი მეორე მოქალაქე ამბობს, რომ არ იცის ვის მიმართოს, თუკი მათ ან მათი ოჯახის წევრს ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით დახმარება დასჭირდებათ. უმრავლესობის აზრით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ხარჯებსაც უნდა ფარავდეს.

კითხვაზე: „რამდენად მნიშვნელოვანია ან არ არის მნიშვნელოვანი, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ფარავდეს მენტალურ/ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერვისებს, როგორიცაა ექიმის კონსულტაცია, წამლები, ჰოსპიტალიზაცია?“ 90% ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია. 3%-ისთვის კი არ არის მნიშვნელოვანი.

ცნობისთვის, კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება