NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 68%-ს ქუჩის/უპატრონო ძაღლების პრობლემა აწუხებს

„ეროვნულ - დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI)“ კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 22-22%-ის აზრით, ადგილობრივი დონის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევები უსახლკარო ცხოველები და გზებია.

კვლევის მიხედვით, უსახლკარო ცხოველების პრობლემა განსაკუთრებით თბილისისა და პატარა ქალაქების მოსახლეობას აწუხებს.

ამასთან, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 68%-ს ქუჩის/უპატრონო ძაღლების პრობლემა აწუხებს, 27%-ს არ აწუხებს, 4% კი ამბობს, რომ მის უბანში უპატრონო/ქუჩის ძაღლები არ არიან.

რაც შეეხება გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს, გამოკითხულთა 42% ფიქრობს, რომ ყველაზე მწვავე ჰაერის დაბინძურებაა, 23%-ის აზრით, საკვების უსაფრთხოება, 18% კი ამბობს, რომ დანაგვიანება.

ცნობისთვის, კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს