მამუკა ხაზარაძე - ჩვენ ვართ ტყუილის ჭაობში და ეს კვლევებშიც აისახება - რაც შეეხება ნიკა მელიას, მას განვიხილავ, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს

ტყუილის ჭაობში ვართ და ეს კვლევებშიც აისახება, - ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ NDI-ის კვლევის შედეგების შეფასებისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოება ტყუილით არის გაჯერებული და ამაში დიდ როლს სხვადასხვა პოლიტიკოსი ასრულებს.

„ეს არის ის მწარე რეალობა, რომელიც 30 წლის ქართულმა პოლიტიკამ და პოლიტიკოსებმა შექმნეს. თავდაპირველად, ეს არის ტყუილი, რომლითაც გაჯერებულია ჩვენი საზოგადოება და რომელშიც ძალიან დიდ როლს ასრულებენ სხვადახვა დროის და პარტიის პოლიტიკოსები. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ ადამიანებს მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე ვესაუბროთ. ეს არის ერთადერთი გამოსავალი იმისათვის, რომ ამ ჭაობიდან გამოვიდეთ. ჩვენ ვართ ტყუილის ჭაობში და შესაბამისად, ეს კვლევებშიც აისახება“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გარდა ამისა, მამუკა ხაზარაძემ ნიკა მელიას მიერ ახალი პარტიის ჩამოყალიბების გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას სტრატეგიულ პარტნიორად განიხილავს.

„მე მინდა ნიკა მელიას წარმატება ვუსურვო და ყველა იმ ადამიანს, ვინც ებრძვის აი, ამ რეჟიმს, რუსულ პოლიტიკას, რუსულ ხელისუფლებას საქართველოში. იცით, რომ ნიკასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ჯერ კონკრეტული არანაირი გეგმა არ გვაქვს, მაგრამ მე მას, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს განვიხილავ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს