ანა დოლიძე - დღეს საქართველოს მოსახლეობა ოკუპანტის მძევლად რჩება, ამიტომ ვითხოვთ გალში მცხოვრები მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას

დღეს საქართველოს მოსახლეობა ოკუპანტის მძევლად რჩება, ამიტომ ვითხოვთ გალში მცხოვრები მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას,- ასე ეხმაურება პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ოკუპირებული გალის რაიონში საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის ხელყოფის სავარაუდო ფაქტს.

პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ თემურ კარბაია რეჟიმის მსხვერპლია.

„ჩვენს თანამოქალაქეს, თემურ კარბაიას, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა, სავარაუდოდ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს, შემდეგ კი საქართველოს მოქალაქე საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა. ეს უმძიმესი შემთხვევა კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ჩვენი მოსახლეობა ოკუპანტის მძევლად რჩება. საქართველოს მოქმედი ხელისუფლება კი, რეალურად არაფერს აკეთებს საკუთარი მოქალაქეების დასაცავად და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ჩვენი პარტია უკვე დიდი ხანია ითხოვს, რომ ამ მიმართულებით, ხელისუფლებამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რათა გალის მოსახლეობის უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი. ეს საკითხი უკვე არაერთხელ დავაყენეთ, მაგრამ უშედეგოდ.

„ქართულ ოცნებას“ არ აინტერესებს ყველას კეთილდღეობა, ის მხოლოდ საკუთარი პარტიის წევრების კეთილდღეობაზე ფიქრობს და ზრუნავს“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის