ჟურნალისტ ია თინიკაშვილს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

შიდა ქართლის რეგიონში „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტს, ია თინიკაშვილს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება.

მას თავის ტვინის ანევრიზმა დაუდგინდა, რის გამოც დამატებითი სამედიცინო კვლევები და ქირურგიული ჩარევა სჭირდება.

„ძალიან არ მინდოდა ამგვარი შინაარსის პოსტის დაწერა, მაგრამ, სამწუხაროდ, მდგომარეობა სასწრაფოა, ამიტომ, შეუძლებელია, რომ საკუთარი ფინანსური რესურსით საჭირო თანხის მობილიზებას დაველოდო.

დიაგნოზი, სრულიად მოულოდნელი - თავის ტვინის ანევრიზმა! მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიით დიაგნოზის დასმის შემდეგ, რეკომენდებულია თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია ანგიოგრაფიული რეჟიმით, ასევე თავის ტვინის დიგიტალური ანგიოგრაფია, ოპერაციული მეთოდის შერჩევა და შემდგომ - თავის ტვინის ოპერაცია, რაც საკმაოდ ძვირადღირებული ყოფილა (განიხილება ქვეყნის ფარგლებს გარეთ დამატებითი კვლევები და შესაძლებლობის შემთხვევაში - ოპერაციული ჩარევა).

ჩემთვის ძალიან რთულია, ვინმე შევაწუხო, ამიტომ, თუ გაქვთ ქველმოქმედებისთვის გათვალისწინებული თანხა, მხოლოდ ამ შემთხვევაში შემეწიეთ

ისე, ვინც იცით, ხომ ამდენი კრიზისი გამოვიარე დღემდე და ყველაზე რთული ყოფილა, როცა ამგვარი განსაცდელისას, და-ძმა და მეუღლე არ გყავს და იმედად მხოლოდ 29 წლის შვილი და დედის ლოცვა გეგულება“, - წერს ია თინიკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია შემდეგ ანგარიშის ნომრებზე:

GE08TB7086845064300018

GE23BG0000000161762834

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება