შალვა პაპუაშვილი - საქართველოსა და აზერბაიჯანს განსაკუთრებული სტრატეგიული ურთიერთობა აქვთ, დღეს ისტორიული მეგობრობა გადაზრდილია გუნდურ მუშაობაში

საქართველოს და აზერბაიჯანს განსაკუთრებული სტრატეგიული ურთიერთობა აქვთ. ისტორიული მეგობრობა გადაზრდილია გუნდურ მუშაობაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, შეხვედრის დროს ისაუბრეს ყველა იმ საკითხზე, რომელიც მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობისთვის.

„პრეზიდენტ ალიევთან ტრადიციულად, თბილი და შინაარსობრივად დატვირთული შეხვედრა გვქონდა. დაგეგმილზე დიდხანს ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობისთვის, რეგიონში მშვიდობისთვის. საქართველოს და აზერბაიჯანს განსაკუთრებული სტრატეგიული ურთიერთობა აქვთ. დღესდღეობით ისტორიული მეგობრობა გადაზრდილია გუნდურ მუშაობაში, მათ შორის ეს ეხება ჩვენი რეგიონის სტრატეგიული მდგომარეობის განსაკუთრებულ აქტუალიზებას. ამის კარგი მაგალითია ჩვენი თანამშრომლობა ევროპისთვის ენერგორესურსების დერეფნის შეთავაზებისა და სხვადასხვა ტვირთის გადაზიდვის კუთხით.

შუა დერეფანი, რომელშიც ჩვენი რეგიონი იმყოფება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, ასევე ჩვენს რეგიონს განსაკუთრებულ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას სძენს და ამ მხრივ ჩვენი თანამშრომლობა სამაგალითოა. შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ ჩვენს რეგიონზე, უსაფრთხოებასა და მოლოდინებზე, რომ ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. პოზიტიური განწყობები, ოპტიმისტური მიდგომებია, რომ რაც შეიძლება მალე შედგეს სამშვიდობო შეთანხმება, რაც თავის მხრივ, ახალ შესაძლებლობებს გახსნის რეგიონისთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია