ნანა ტოხვაძე - საჯარო სკოლას შველა სჭირდება - განათლების სისტემა ემსახურება მმართველი პარტიის საარჩევნო ინტერესებს

დღეს, საჯარო სკოლას შველა სჭირდება! ვიდრე განათლების სისტემა ემსახურება მმართველი პარტიის საარჩევნო ინტერესებს და არა მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებას, წარმატებული მომავლის იმედი ვერ გვექნება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელმა, ნანა ტოხვაძემ განაცხადა.

როგორც ტოხვაძე აღნიშნავს, განათლების სისტემაში უსამართლობა და პოლიტიკური რეპრესიები უნდა დასრულდეს და „კვალიფიციური დირექტორობის კანდიდატები სისტემის მსხვერპლნი არ უნდა გახდნენ“.

მისივე თქმით, მასწავლებლების პროტესტის უკან ასობით დაბლოკილი კადრი და დაშინებული პედაგოგი დგას.

„დღეს, საჯარო სკოლას შველა სჭირდება! ვიდრე განათლების სისტემა ემსახურება მმართველი პარტიის საარჩევნო ინტერესებს და არა მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებას, წარმატებული მომავლის იმედი ვერ გვექნება. ჯერ კიდევ 2020 წლიდან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დაყენებული ინიციატივები განათლებაში დღეს კიდევ უფრო აქტუალურია. 3 მთავარი ნაბიჯი - განათლების დეპოლიტიზება, დეცენტრალიზება და პროგრამების მოდერნიზება სასწრაფოდ გადასადგმელია, თუ კრიზისიდან გამოსვლა ჩვენი ეროვნული მისწრაფებაა.

ცხადია, სავალდებულოა, სისტემა რეფორმირდეს იმგვარად, რომ უსამართლობის, პოლიტიკური მიკერძოებისა და რეპრესიების მსხვერპლი არ გახდნენ კვალიფიციური დირექტორობის კანდიდატები. დიახ, ამ პროტესტის მიზანიც სწორედ ისაა, რომ გამოფხიზლდნენ განათლების ხარისხით უკმაყოფილო მშობლები და სისტემისგან ჩაგრული მასწავლებლები, ხმა აიმაღლონ უსამართლობაზე, რომელიც ღუპავს თაობებს და განათლების დონეს აუარესებს.

დიახ, უნდა შევქმნათ სისტემა, რომელიც დემოკრატიულ, თავისუფალ, კონკურენტულ და სამართლიან გარემოს უზრუნველყოფს, სადაც განათლების ხარისხი და სკოლის ბედი არც ცუდ და კარგ მინისტრზე, არც მმართველი პარტიის კეთილგანწყობასა და პოლიტიკურ სიმპათიებზე იქნება დამოკიდებული, არამედ ცენტრში მოექცევა მოსწავლის საუკეთესო ინტერესი, მასწავლებლის თავისუფლება და სამართლიანად შერჩეული კომპეტენტური საგანმანათლებლო ლიდერების არჩევა სკოლის ხელმძღვანელად.

„ორი ადამიანის პროტესტის“ (როგორც განათლების მინისტრი უწოდებს) უკან დგას სისტემისგან დაჩაგრული, სკოლიდან გაგდებით დაშინებული, რეპრესირებული მასწავლებლები, 500-მდე „დაბლოკილი დირექტორობის მსურველი“, 37-ზე მეტი სასამართლოში მომჩივანი კანდიდატი და რაც მთავარია, საზოგადოება, რომელიც საერთოეროვნული პრობლემების ათეულში ასახელებს განათლების დაბალ დონეს“, - განაცხადა ტოხვაძემ, რომლის კომენტარსაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო