შალვა პაპუაშვილი - მე ვერ ვხედავ რაიმე შემაფერხებელ გარემოებას, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება იყოს სხვა, გარდა იმისა, რომ მოგვანიჭოს კანდიდატის სტატუსი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკომისიის დადებითი დასკვნის შემდეგ, რომლის რეკომენდაციაც არის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მიენიჭოს, მოლოდინი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ოპტიმისტურია.

,,ჩვენ გვაქვს მთავარი დოკუმენტი, ეს არის ევროკომისიის დასკვნა, რომელიც არის პოზიტიური, რომლის რეკომენდაციაც არის კანდიდატის სტატუსის მონიჭება და მე ვერ ვხედავ რაიმე შემაფერხებელ გარემოებას, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება იყოს სხვა, გარდა იმისა, რომ მოგვანიჭოს კანდიდატის სტატუსი. ასე რომ, ოპტიმისტურად ვუყურებ 14-15 დეკემბრის შეხვედრას ევროპულ საბჭოში და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ჭეშმარიტად ევროპული გადაწყვეტილება, რომელიც დაფუძნებული იქნება დამსახურებაზე,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს