რუსეთი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებშიც გეგმავს

რუსეთის ხელისუფლება ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებას გეგმავს.

რუსული მედიის ინფორმაციით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საომარი მდგომარეობის მიუხედავად, არჩევნები ე.წ. რუსეთის ახალ რეგიონებშიც ჩატარდეს.

რუსული მედია იუწყება, რომ კომისიის წევრებმა ეს გადაწყვეტილება რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურთან, თავდაცვის სამინისტროსთან, ე.წ. „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებისა“ და ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების ხელმძღვანელებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღეს.

„ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა ვაცნობოთ რუსეთის პრეზიდენტს და ფედერაციის საბჭოს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. გთხოვთ, მოამზადოთ წერილების პროექტი და გაუგზავნოთ პრეზიდენტს და საბჭოს", - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ნიკოლაი ბულაევმა.

შეგახსენებთ, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს არის დაგეგმილი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება