ირაკლი ნადირაძე - ნაკლებად საინტერესოა ცალკეული პიროვნებები რა განცხადებებს გააკეთებენ - ლევან ხაბეიშვილი არის ამ რეგიონში პარტიებს შორის ყველაზე დემოკრატიული წესით არჩეული თავმჯდომარე

ნაკლებად საინტერესოა ცალკეული პიროვნებები რა განცხადებებს გააკეთებენ. ფაქტია, ლევან ხაბეიშვილი არის ამ რეგიონში პარტიებს შორის ყველაზე დემოკრატიული წესით არჩეული თავმჯდომარე, ძალიან მაღალი ლეგიტიმაციის მქონე, ამაზე თავად მიხეილ სააკაშვილმაც არაერთხელ გააკეთა კომენტარი და განცხადება, მაგრამ როგორც ჩანს მათ წაგება ვერ მოინელეს, - ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ის პერიოდი, რაც ახლა „ნაციონალურ მოძრაობაშია“ პარტიას არაერთხელ აქვს გავლილი.

„ბევრჯერ ვნახეთ პოლიტიკური სუბიექტების წასვლა პარტიიდან. მთელი ამ წლების განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“ რადარებიდან გააქროს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა ჯერზე გამოვიდა კიდევ უფრო გაძლიერებული და ამჯერადაც ასე იქნება. ჩვენ ვემზადებით გადამწყვეტი არჩევნებისთვის, რათა დავამარცხოთ რუსი ოლიგარქი ივანიშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ პირველ ადგილზე გავიდეს. ჩვენს დასავლელ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გავაკეთოთ კოალიცია, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გამოიყვანს ამ ქვეყანას გაჭირვებიდან და ევროპული ქვეყანა გავხდებით.

ნაკლებად საინტერესოა ცალკეული პიროვნებები რა განცხადებებს გააკეთებენ. ფაქტია, ლევან ხაბეიშვილი არის ამ რეგიონში პარტიებს შორის ყველაზე დემოკრატიული წესით არჩეული თავმჯდომარე, ძალიან მაღალი ლეგიტიმაციის მქონე, ამაზე თავად მიხეილ სააკაშვილმაც არაერთხელ გააკეთა კომენტარი და განცხადება. როგორც ჩანს, მათ წაგება ვერ მოინელეს, გადაწყვიტეს გააკეთონ ახალი პოლიტიკური პარტია და ამ თვეების განმავლობაში უბრალოდ ახდენდნენ ამ პარტიის დაზიანებას, რათა მისულიყვნენ იმ საერთო გადაწყვეტილებამდე, რომელსაც ჰქვია ახალი პოლიტიკური პარტიის დაფუძნება.

ჩვენ არაერთხელ გვინახავს „ნაციონალურ მოძრაობაში“ მსგავსი პროცესი, როდესაც ფიქრობდნენ, რომ თანავარსკვლავედიც რომ გადიოდა, მაშინ იმ დროინდელი პოლიტიკური ელიტის, იმაზე მეტი იქნებოდნენ, ვიდრე იყო მიხეილ სააკაშვილის პარტია.

ყველამ ერთად ვნახეთ როგორც დაასრულეს, დღეს კვლევებშიც არ იძებნებიან ეს ადამიანები“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის