ჩეხეთის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი პრაღის სასახლეში მიიღო

სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის პრეზიდენტს, პეტრ პაველს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩეხეთის ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს და სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაც ამის ნათელი დადასტურებაა.

პეტრ პაველმა საქართველოს პრეზიდენტი პრაღის სასახლეში მიიღო.

პრეზიდენტებმა სასახლის ეზოში ჯერ ორი ქვეყნის ეროვნული ჰიმნი მოისმინეს, შემდეგ კი ერთობლივ შეხვედრაზე გადაინაცვლეს.

როგორც მედია აღნიშნავს, ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, უკრაინაში რუსეთის აგრესიასა და კავკასიაში არსებულ ვითარებას განიხილავს.

პრეზიდენტ პაველის გარდა სალომე ზურაბიშვილი შეხვედრებს ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტ, მილოშ ვისტრჩილთან და ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერ, მარკეტა პეკაროვასთანაც გამართავს.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი