მიხეილ სააკაშვილი - 2012 წლიდან შეიცვალა მთავარი: სწავლა ისევ აღარ არის პრესტიჟული - მთავარი, რაც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ უნდა გატარდეს, განათლების ფუნდამენტური რეფორმაა

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, საქართველო კატასტროფულად დაეშვა სასკოლო განათლების მსოფლიო რეიტინგში.

როგორც ყოფილი პრეზიდენტი წერს, სკოლებში განათლების დონის შემცირება ნიშნავს „უსწავლელ ახალ თაობას“.

„საქართველო კატასტროფულად დაეშვა სასკოლო განათლების მსოფლიო რეიტინგში.

ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვიღებთ პრაქტიკულად უსწავლელ ახალ თაობას. ეს არის მასწავლებელთა გადამზადების იმ პროგრამის შეჩერების პირდაპირი შედეგი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებდით.

2012 წლიდან შეიცვალა მთავარი რამ - სწავლა ისევ აღარ არის პრესტიჟული. ბავშვები უყურებენ, რომ ცხოვრებაში სულ სხვა კრიტერიუმებია საჭირო წარმატების მისაღწევად - ნათესაური კავშირები, ჩალიჩი, ეშმაკობა, კრიმინალი, მაგრამ განათლება ამ ჩამონათვალში ბუნებრივია არ შედის. პირველი მთავარი რეფორმა, რომელიც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ უნდა გატარდეს არის განათლების ფუნდამენტური რეფორმა.

მე მაქვს ჩემი აბსოლუტურად ზუსტი ხედვა თუ როგორ უნდა მოვახდინოთ არსებული ჭაობიდან განათლების სისტემის გამოყვანა, მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება და წახალისება, მოსწავლეებში ინტერესის გაძლიერება და ახალი სტიმულების შემოღება მაღალხელფასიანი სამუშაო ადგილების მოპოვებაზე მორგებული განათლების დანერგვა“,- ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც თავის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს