ცესკოს თავმჯდომარემ იაპონიის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოში იაპონიის ელჩს იშიძუკა ჰიდეკს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

მათივე ცნობით, 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის მზადების პროცესი, ტექნოლოგიური სიახლეები, უწყების წინაშე არსებული გამოწვევები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის როლი აღნიშნულ პროცესში -ეს იმ თემების მცირე ჩამონათვალია რომლებზეც მხარეებმა შეხვედრის მიმდინარეობისას ისაუბრეს. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა საარჩევნო ადმინისტრაციისთვის საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა და საარჩევნო პროცესებში მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

„შეხვედრის ფარგლებში, ჩვენ განვიხილეთ ყველა ის საჭიროება და გამოწვევა, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის წინაშე დგას. ასევე ვისაუბრეთ თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაღრმავებაზე. ვფიქრობ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების და მათ შორის საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ჩართულობა და მათი რეკომენდაციების გაცნობა მნიშვნელოვნად განაპირობებს საარჩევნო პროცესის სწორად და გამჭვირვალედ წარმართვას“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

თავის მხრივ, იაპონიის ელჩმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მხარდაჭერა გამოუცხადა და თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა.

გიორგი კალანდარიშვილის და იაპონიის ელჩის შეხვედრა 11 დეკემბერს, ცესკოში გაიმართა და მას იაპონიის საელჩოს მესამე მდივანი ოტარო ივატარეც ესწრებოდა.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია