დმიტრო კულება უნგრელ კოლეგასთან შეხვედრაზე - ჩვენ ევროპაში საერთო მომავალი გვაქვს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პიტერ სიიარტოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას დმიტრო კულება ავრცელებს.

„ჩვენ დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს, თუმცა რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა დავსხედით და საფუძვლიანად ვისაუბრეთ. ერთმანეთის შეკითხვებს გულწრფელად ვუპასუხეთ. უკრაინასა და უნგრეთს ერთმანეთის მიმართ კითხვები აქვთ“, - განაცხადა კულებამ.

დმიტრო კულებას ცნობით, შეხვედრის მთავარ თემას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება წარმოადგენდა.

„მე მესმის, რომ ყველა ელოდება პასუხს: კი თუ არა? მომეცით ცოტა დრო. ახლა მე შეხვედრის შესახებ პრეზიდენტ ზელენსკის მოვახსენებ. პიტერი თავის პრემიერ-მინისტრს წარუდგენს მოხსენებას. ჯერ ერთი სიგნალის გაცემა მსურს. მე გასაგებად ვთქვი: პიტერ, ჩვენ ევროპაში საერთო მომავალი გვაქვს. ჩვენ იქამდე ერთად, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივიდეთ“, - აღნიშნა კულებამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს