ჯოზეფ ბორელი - მინისტრების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ნათლად განაცხადა, რომ ახლა უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერის შესუსტების დრო არ არის, მისი გაზრდისა და დაჩქარების დროა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მინისტრების აბსოლუტური უმრავლესობა შეთანხმდა, რომ ახლა უკრაინის მიმართ მხარდაჭერის შესუსტების დრო არ არის, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

„დღეს მინისტრების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ნათლად განაცხადა, რომ ახლა უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერის შესუსტების დრო არ არის, პირიქით მისი გაზრდისა და დაჩქარების დროა“, - განაცხადა ბორელმა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი უკრაინას საკუთარი თავდაცვის ინდუსტრიის განვითარებაში უნდა დაეხმაროს.

„ჩვენ უკვე დავიწყეთ დიალოგი და საექსპერტო კონსულტაციები უკრაინის მიმართ უსაფრთხოების სამომავლო ვალდებულებებთან დაკავშირებით. ჩვენ უკრაინას ოპერატიული და სამხედრო მხარდაჭერა უნდა გავუწიოთ, მაგრამ ასევე, პროგნოზირებად გრძელვადიან დაფინანსებაზეც უნდა ვიფიქროთ“, - აღნიშნა ბორელმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს