ჯო ბაიდენი - გავაგრძელებთ ისრაელისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენას, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ - მთელი მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრი შეიძლება ერთ ღამეში შეიცვალოს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მისი მხარდაჭერა ებრაელი ხალხისა და ისრაელის უსაფრთხოებისა და ისრაელის არსებობის უფლებისადმი უცვლელია, მაგრამ ისრაელმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.

„ჩვენ გავაგრძელებთ ისრაელისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენას მანამ, სანამ ისინი არ მოიშორებენ „ჰამასს“, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ - ისინი ფრთხილად უნდა იყვნენ. მთელი მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრი შეიძლება ერთ ღამეში შეიცვალოს, ვერ დავუშვებთ, ეს მოხდეს“, - აღნიშნა ბაიდენმა.

პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ღაზაში დაკავებული მძევლების გათავისუფლებისა და რეგიონისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით მისი ადმინისტრაციის მიერ გაწეულ სამუშაოზე.

„დაუღალავად ვმუშაობთ მძევლების უსაფრთხო დაბრუნებისთვის. მე პირადად უთვალავი საათი გავატარე, ალბათ 20 საათამდე კატარელებთან და ეგვიპტელებთან, ისრაელელებთან - მძევლების გათავისუფლების, სატვირთო მანქანების შესვლის, ჰუმანიტარული დახმარების გადაცემის უზრუნველსაყოფად. ჩვენ გამოვიყვანეთ 100-ზე მეტი მძევალი და არ ვაპირებთ გაჩერებას, სანამ თითოეულ მათგანს სახლში არ დავაბრუნებთ“, - აღნიშნა ბაიდენმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია