GITA-ს ინიციატივით, ბათუმში Startup Investment Forum - Batumi გაიმართა

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ბათუმის ტექნოპარკის ინიციატივითა და აქსელის - საქართველოს ანგელოზი ინვესტორები ქსელის ორგანიზებით, ბათუმში Startup Investment Forum - Batumi გაიმართა.

ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის/M4EG“, ურბანული ტრანსფორმაციის პორტფელის ფარგლებში ბათუმის მერიის და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით.

„ფორუმის მიზანია აჭარის რეგიონში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა, კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდა, ინვესტორების დაინტერესება ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის მხარდაჭერით და ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების ხელშეწყობა.

შეხვედრა მოიცავდა ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების ფიჩებს, აქსელის შესახებ პრეზენტაციასა და პანელურ დისკუსიებს, სადაც აქსელის წევრებმა, მოწვეულმა სტუმრებმა და სტარტაპებმა საკუთარი გამოცდილება დამსწრე აუდიოტორიას გაუზიარეს. ღონისძიებას კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში, მედიალაბის გუნდმა ადგილობრივ მეწარმეებსა და ტექნოპარკის ბენეფიციარებს ვორქშოფი ჩაუტარა თემაზე - „სტარტაპი საწყის ეტაპზე: ტესტირება, მასშტაბირება და Bootstrapping-ი გადარჩენისთვის“.

პროექტის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: Socar Georgia, Medialab, GEC Consulting, KUDOS Georgia, Kettari Foundation, KLAB“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება