ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ფოტოგამოფენა - „იაპონიის ატომური დაბომბვა“, გაიხსნება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის ფოიეში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ატომური დაბომბვის მსხვერპლთა ნაგასაკის მშვიდობის ეროვნული მემორიალური დარბაზის ორგანიზებით, 16 დეკემბერს, ფოტოგამოფენა „იაპონიის ატომური დაბომბვა“ გაიხსნება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობითვე, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 1945 წლის 6 აგვისტოს ჰიროშიმისა და 1945 წლის 9 აგვისტოს ნაგასაკის დაბომბვის შედეგის ამსახველი ფოტონამუშევრები, გადარჩენილ ადამიანთა წერილობითი და ვიდეოჩანაწერები.

„ფოტოგამოფენა გაგრძელდება 2024 წლის 30 იანვრამდე და დასრულდება ესეების კონკურსში „მსოფლიო ატომური იარაღის გარეშე“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოებით. სტუდენტებისთვის ასევე მოეწყობა ორიგამის წეროების ვორკშოპი. მათ მიერ შექმნილი ნამუშევრებიც საგამოფენო სივრცეში განთავსდება.

გამოფენის შესახებ: მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, 1945 წლის 6 და 9 აგვისტოს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იაპონიის ქალაქებში, ჰიროშიმასა და ნაგასაკიში, 2 ატომური ბომბი ჩამოაგდო, რომლებმაც მყისიერად გაანადგურა ორივე ქალაქი და შეიწირა 200 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე, ხოლო მრავალი ათასი სიცოცხლის ბოლომდე იტანჯებოდა ატომური დაბომბვის შედეგად მიღებული დაზიანებებით.

იაპონიის მთავრობამ ატომური ბომბის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად და ატომური დაბომბვით შექმნილი საშინელი რეალობის გასაცნობად ჰიროშიმასა და ნაგასაკიში ატომური დაბომბვის მსხვერპლთა მშვიდობის ეროვნული მემორიალური დარბაზები დააარსა, რომლებიც მარადიული მშვიდობის მემორიალის როლს ასრულებს.

2005 წლიდან ატომური დაბომბვის მსხვერპლთა ნაგასაკის მშვიდობის ეროვნული მემორიალური დარბაზის ინიციატივით მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეწყობა ფოტოგამოფენები, რათა მთელ მსოფლიოს შეატყობინონ ატომური დაბომბვით მიღებული ზარალის შესახებ და მოუწოდონ მსოფლიოს ატომური იარაღის გარეშე მშვიდობიანი სამყაროს შექმნის აუცილებლობაზე. გამოფენები უკვე გაიმართა 13 ქვეყნის 24 ქალაქში, მსგავსი გამოფენა საქართველოში პირველად ეწყობა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება