ანა ნაცვლიშვილი - იმედია, ორბანი ვერ შეძლებს ვეტო დაადოს ევროკავშირის გაფართოების ამ ტალღას - „ოცნების“ ერთადერთი მეგობარი ევროკავშირში არის ის, ვისი ხელითაც, შესაძლოა, მოხდეს ამ საკითხის ბლოკირება ყველა ქვეყნისთვის

იმედია, ორბანი ვერ შეძლებს გაფართოებისთვის ვეტოს დადებას - „ოცნების“ ერთადერთი მეგობარი ევროკავშირში არის ის, ვისი ხელითაც, შესაძლოა, მოხდეს ამ საკითხის ბლოკირება ყველა ქვეყნისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სავარაუდოდ, ევროკავშირის გაფართოების ამ ტალღას ხელს, ორბანის ხელით, პუტინის რუსეთი უშლის.

"მე იმედი მაქვს, ორბანი ვერ შეძლებს ვეტო დაადოს ევროკავშირის გაფართოების ამ ტალღას და წლის ბოლოს საქართველოს, მოლდოვას, უკრაინას ექნებათ კანდიდატის სტატუსი. თუმცა, ძალიან ნიშანდობლივია, რომ "ქართული ოცნების" ერთადერთი მეგობარი ევროკავშირში არის ის პირი, ვისი ხელითაც შესაძლოა მოხდეს ამ საკითხის ბლოკირება ყველა ქვეყნისთვის. თუ ვინმე ერკვევა ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ყველა აღნიშნავს, რომ ვეტოს დადება უკრაინის საკითხისთვის, გავლენას აუცილებლად იქონიებს სხვა ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზე. სამწუხაროა, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ ორბანის ხელით ევროკავშირის გაფართოების ამ ტალღას ხელს უშლის პუტინის რუსეთი,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს