რუსთავში 17 საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაციის პროცესი, აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღეისათვის სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე მისამართზე ხორციელდება და ჯამში გამაგრება-რეაბილიტაცია 17 საცხოვრებელ კორპუსს უტარდება.

ინფორმაციის თანახმად, საცხოვრებელი შენობების რეაბილიტაციის პროცესს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან და მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან ერთად, დონეცკელ მეტალურგთა გასასვლელის N18 ა, ქაშაკაშვილის ქუჩის N8 და N10-ში სამუშაო ფორმატში გაეცნო. რუსთავის მერი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და ქალაქში მიმდინარე თუ დაგეგმილი პროექტების შესახებ ესაუბრა.

„რუსთავში, დღეს სხვადასხვა ტიპის გამაგრებითი სამუშაოები 17 შენობას უტარდება, ძირითადად ხდება მზიდი კედლების გამაგრება და ეს იყო სწორედ მოსახლეობის მოთხოვნაც. პროექტები დაფინანსდა, როგორც ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ასევე რეგიონული განვითარების ფონდის მხარდაჭერით. ქალაქში არსებული კორპუსების გამაგრებითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად, მომავალშიც დარჩება“, - განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.

„დონეცკელ მეტალურგთა გასასვლელის N18 ა, ქაშაკაშვილის ქუჩის N8 და N10-ში მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, შენობების მზიდი კედლების კონსტრუქციული გამაგრება, ფასადების განახლება და კედლების მოპირკეთება მოხდება. ანალოგიური სამუშაოები მიმდინარეობს ვაჟა-ფშაველას მე-2 გასასვლელის N4-სა და თოდრიას მესამე ჩიხის N7-ში, კოსტავას N15-ში კი აივნებს უტარდება რეაბილიტაცია. ძველი რუსთავის ისტორიული ნაწილის რესტავრაციის პროექტის ფარგლებში, შენობების გამაგრება-რეაბილიტაცია რუსთაველის ქუჩის N 11, 15, 17, 19, 20, 22, 24, 26, 28, ბათუმის ქუჩის N14 და ასლანიკაშვილის ქუჩის N12 საცხოვრებელ შენობებში მიმდინარეობს.

რუსთავში, 17 მისამართზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჯამური ღირებულება 6 500 000 ლარს შეადგენს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება