ირაკლი ეძგვერაძე - მიზანი, პოლიტიკურ წნეხში გვამყოფოთ მე და ჩემი ოჯახი, არ გამოვა - პოლიტიკურ გამოძიებაში მონაწილეობას არ ვაპირებთ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გლდანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლისა და თბილისის საკრებულოს წევრის, ირაკლი ეძგვერაძის განცხადებით, გლდანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს. ეძგვერაძე შესაბამის უწყებებს მოქმედებისკენ თავად მოუწოდებს.

როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღემდე არ მომხდარა ინციდენტში მონაწილე პირების იდენტიფიცირება.

„საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ორი თვის წინ გლდანში, პრაქტიკულად, პირდაპირ ეთერში დამესხნენ თავს მე და ჩემს მეგობრებს. ორ თვეზე მეტი გავიდა და საგამოძიებო უწყებამ 40-ზე მეტი თავდამსხმელიდან მხოლოდ 6 ადამიანი დააკავა. კადრების გასაჯაროების შემდეგ არც ერთი ადამიანის იდენტიფიცირება არ მომხდარა. ორი თვის შემდეგ გამოძიებას გაახსენდა, რომ ჩვენს ჩაქოლვას დედაჩემი შეესწრო და გადაწყვიტეს ამ ფარსში, ვითომ გამოძიებაში მიაღებინონ მონაწილეობა. ეს გამოძიებას გაახსენდა მას შემდეგ, რაც დავინიშნე „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის ორგანიზაციის ხელმძღვანელად. მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის მოწერილი მესიჯი გასაჯაროვდა. ეს კიდევ ერთხელ მარწმუნებს მეც და საზოგადოებასაც, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ გამოძიებასთან. თქვენი მიზანი, პოლიტიკურ წნეხში გვამყოფოთ მე და ჩემი ოჯახი, არ გამოვა. მე და ჩემი მეგობრები ამ წნეხს დიდი ხანია არ ვექვემდებარებით და აუცილებლად დაგამარცხებთ, როგორც გლდანში, ისე მთელს საქართველოში ხალხთან ერთად.

კიდევ ერთხელ მივმართავ გამოძიებას საჯაროდ: ჩემი და ჩემი ოჯახის სახელით არ ვაპირებ პოლიტიკურ ფარსში მონაწილეობას; არ ვაპირებ ფარცხალაძის პროკურატურასთან, დასანქცირებულ სასამართლოსთან თანამშრომლობას. უარს ვამბობთ თქვენთან რაიმე სახით თანამშრომლობაზე და ჩვენების მიცემაზე. თუ რაიმეს გარკვევა გსურთ, კადრები ამოიღეთ და ამოიცანით თავდასხმის მონაწილე ყველა პირი. ამოიღეთ, დაადგინეთ და იმოქმედეთ“,- განაცხადა ირაკლი ეძგვერაძემ.

ინფორმაციისთვის, დაახლოებით 2 თვის წინ, გლდანში, თბილისის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ. ეძგვერაძის განცხადებით, მას ფიზიკურად 30-ზე მეტი პირი გაუსწორდა. ეძგვერაძის თქმით, მასზე განხორციელებული თავდასხმის დამკვეთი საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ წევრი კონსტანტინე ზარნაძეა. თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი კოტე ზარნაძე ბრალდებებს უარყოფს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო