ირაკლი ზარქუა - ცდილობენ ე.წ. მესამე ძალა შექმნან - ჩახდილები, „ლუზერები“ და ხელმოცარული რადიკალები გააერთიანონ და სათავეში გვარამია ან სალომე ჩაუყენონ - „ხაბე“, გამაგრდი!

ცდილობენ ახლა ე.წ. მესამე ძალა შექმნან - ჩახდილები, „ლუზერები“ და ხელმოცარული რადიკალები გააერთიანონ და სათავეში გვარამია ან სალომე (ზურაბიშვილი) ჩაუყენონ,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუა აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არაფერი გამოსდის და ამიტომ ყალიბდება ახალი ძალა.

„მელია, გილოცავ! როგორც იქნა, ჩამოყალიბდი და გაემიჯნე „ხაბეს“, რომელმაც ჩამოგაგდო. ამდენი ხანი კალკულატორებზე და საწერ-კალმებზე დაობდით თუ მეტი სხვა რა იყო? ეს ხუმრობით, მათი შიდა თემაა, მაგრამ კიდევ ერთხელ აჩენს ეს მათ მიდგომებს და ხელწერას. ერთმანეთს მოუწყვეს რევოლუცია, საბოტაჟით, გადაბირებით, ჩანაწერებით ებრძოდნენ ერთმანეთს და ესენი რომ ხელისუფლებაში მოუშვა, ღმერთმა არ დაუშვას. უფრო მეტიც, აგერ, მათი სატელიტი NDI არ უშვებს უკვე, ხაზი გადაუსვა იმით, რა კვლევებიც გამოაქვეყნა, წარმოიდგინეთ, რასთან გვექნება საქმე, დაღუპავენ ქვეყანას! ამიტომაც არიან იქ, სადაც არიან. „ხაბე“, გამაგრდი!

შთაბეჭდილება მრჩება, რომ უხილავი ხელი, რომელიც ამ პროცესებს მართავს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, მათ შორის ის გუნდი, რომელიც ჩვენ მიგვათრევდა ომისკენ, ცდილობს, რომ ეს მელია, ხელმოცარულები და „ლუზერები“ ვინც არიან, ჩახდილებთან ერთად გააერთიანონ და შექმნან თითქოსდა მესამე ძალა. არ გამოვრიცხავ ამას ჩაუყენონ ე.წ. პრეზიდენტი, რომელსაც ნებართვა არ აქვს და მაინც დაფრინავს და დადის, ვის ხვდება, რატომ ხვდება? საზიანო განცხადებებს აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ვთქვით და ბოდიში მოვიხადეთ, რომ ქართველ ხალხს და საზოგადოებას თავს მოვახვიეთ და ავარჩევინეთ ქალბატონი სალომე. სავარაუდოდ, მომავალ წელს გადადგება, ჩაუდგება სათავეში ამ მოძრაობას და ჰგონიათ, რომ მესამე ძალაა იმიტომ, რომ "ნაცები" და "ხაბე" უკვე დაივიწყეს, არ გამოსდით არაფერი - ერთი, ორი, სამი მცდელობა და ისიც დაიღალა ეტყობა უკვე, ვინც აფინანსებდნენ, ჩარეცხილია ის პარტია და ცდილობენ ახლა ე.წ. მესამე ძალა შექმნან - ჩახდილები, "ლუზერები" და ხელმოცარული რადიკალები გააერთიანონ და სათავეში გვარამია ან სალომე ჩაუყენონ. ესაა ამათი სცენარი! მომავალ არჩევნებზე ქართველი ხალხი დამაჯერებლად გაიმარჯვებს, ეს ნიშნავს, რომ გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, მშვიდობა, ეკონომიკურ კეთილდღეობაზე აქცენტირება, ევროპული პერსპექტივა და დამარცხდებიან ომის პროპაგანდისტები, ანარქისტები, ჩახდილები, ხელმოცარულები, დაე, იყოს ასე!"- განაცხადა ზარქუამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია