არჩილ თალაკვაძე - ბაქოში კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, რომ აფასებენ საქართველოს მონაწილეობას მშვიდობიანი შეთანხმების პროცესში - ეს შეთანხმება სჭირდება რეგიონს, აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს

ძალიან პოზიტიურად ვაფასებ ჩვენს ვიზიტს აზერბაიჯანში - გვქონდა მაღალი დონის შეხვედრები პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერ- მინისტრთან, ჩვენს კოლეგებთან, ძალიან აქტიურია მეგობრობის ჯგუფი პარლამენტებს შორის და ჩვენ გვაქვს გეგმები მომავალთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ ბაქოში ვიზიტის დროს მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მეგობრობასა და თანამშრომლობაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მთელი რეგიონის მომავალი, ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული პროექტები, სავაჭრო ურთიერთობები, ტურიზმი, რომელიც ორ ქვეყანას ერთმანეთთან აკავშირებს. მისივე შეფასებით, ორი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობები იყოს უფრო მტკიცე და შედეგიანი ჩვენი ხალხისთვის.

„საქართველო მხარს უჭერს რეგიონში გრძელვადიან მშვიდობას და მზად არის, რომ მომავალშიც თავის წვლილი შეიტანოს მოლაპარაკებებსა და შეთანხმებაში, რომლისთვისაც დღეს რეალურად განწყობილია ამ ქვეყნის ლიდერი და ასევე ჩვენი პრემიერ-მინისტრი, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ხელი შეუწყოს ამ შეთანხმებას. საქართველო ყოველთვის იყო ის სივრცე, სადაც აზერბაიჯანი და სომხეთი საუბრობდნენ ერთმანეთთან, დღეს ჩვენი მედიაცია, მონაწილეობა არის ნამდვილად საჭირო და ბაქოში კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რომ ისინი აფასებენ და მიესალმებიან საქართველოს მონაწილეობას მშვიდობიანი შეთანხმების პროცესში. ეს შეთანხმება სჭირდება რეგიონს, სჭირდება აზერბაიჯანს, სჭირდება სომხეთს და სჭირდება საქართველოს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ბაქოში ვიზიტისას.

ასევე, თალაკვაძემ აზერბაიჯანის ხელისუფლებას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მისივე თქმით, ბაქოში კიდევ ერთხელ მოისმინეს გზავნილი და მხარდაჭერა, რომელიც პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საერთაშორისო არენაზეც განაცხადა.

„ამ მომენტში, რა თქმა უნდა, ძალიან ვაფასებთ ჩვენი მეგობრების მხარდაჭერას. საქართველოს ევროპული ინტეგრაცია შედის მთლიანად რეგიონის ინტერესებში, აზერბაიჯანის ინტერესებშიც და რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს პოზიციებს საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე. ძალიან ცოტა დრო რჩება უკვე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვართ არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსზე, არამედ მომავალზეც ორიენტირებული, როდესაც ჩვენი ქვეყანა უკვე გადადის ბოლო, გაწევრიანების ეტაპზე. საქართველომ უნდა მიიღოს, საქართველო იმსახურებს თავის ღირსეულ ადგილს ევროპულ ოჯახში, ეს შედის როგორც საქართველოს, ისე ევროპის ინტერესებშიც. მჯერა, რომ იქნება მიღებული სამართლიანი გადაწყვეტილება, რომელსაც განაპირობებს ევროპული მომავლის ხედვა, უსაფრთხოების არქიტექტურა ევროპაში და რაც მთავარია, საქართველოს ფუნქცია და ღირებულება საერთო ევროპულ პოლიტიკაში", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება