საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდიამ - „მოდინახე“, საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, სენაკში „მე ვხედავ მზეს“ წარადგინა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდიამ - „მოდინახე“, საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, სენაკში, დიმიტრი ჯაიანის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში, სპექტაკლი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, „მოდინახეს“ დასი მაყურებლის წინაშე ცნობილი მწერლისა და ჰუმანისტის, ნოდარ დუმბაძის რომანის მიხედვით დადგმული სპექტაკლით „მე ვხედავ მზეს“, წარსდგა. სპექტაკლის რეჟისორია გიორგი ჭანტურია, დამდგმელი რეჟისორი და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კი - ნუგზარ ბუცხრიკიძე.

სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ სამხატვრო ხელმძღვანელის თქმით, „მოდინახეს“ სცენაზე ნოდარ დუმბაძის ოთხი პიესა გადის. სპექტაკლმა „მე ვხედავ მზეს“, რომელშიც, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობენ, სრული ანშლაგით ჩაიარა და მას ესწრებოდნენ: სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია,მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან უჩანეიშვილი, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია ეჯიბია, თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

„სპექტაკლმა სრული ანშლაგით ჩაიარა, ეს არის ჩვენი დასის კიდევ ერთი წარმატება. როლებს, რომელიც საქართველოს დიდმა მსახიობებმა შეასრულეს, სტუდენტები, მოყვარული მსახიობები ასრულებენ. ახალგაზრდებმა დიდი შრომით მიაღწიეს წარმატებას, ძალიან საინტერესოდ და ახალი ხედვით თამაშობენ. სენაკმა, უკვე მერამდენედ, დიდი

სიყვარულითა და ოვაციით მიგვიღო. ეს ნამდვილად დიდი მოტივაციაა ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს მხარდაჭერისთვის, ხოლო სენაკის მუნიციპალიტეტის მერს, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრს გულთბილი მიღებისთვის. უღრმესი მადლობა მაყურებელს, რომელთა მხრიდან გამოხატული სიყვარულის სითბო დიდხანს ემახსოვრება ჩვენი დასის მოყვარულ მსახიობებს“, - აცხადებს ნუგზარ ბუცხრიკიძე.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი უძველესი საუნივერსიტეტო ტრადიციების მქონე სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ 2022 წელს დაარსებიდან 75 წელი შეუსრულდა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან