ირაკლი კობახიძე - უნგრეთში დაგვიდასტურეს, რომ აუცილებლად დაუჭერს მხარს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას - ასევე, უნგრეთის პოზიციაა, რომ ერთ კალათში არ უნდა მოხდეს ყველა ქვეყნის საკითხის განხილვა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უნგრეთში ვიზიტისას „კიდევ ერთხელ დაუდასტურეს, რომ უნგრეთი საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერია და ეს მათი მყარი პოზიციაა“.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, უნგრეთის პოზიციაა, რომ „არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ერთ კალათში ყველა ქვეყნის [საკითხის] განხილვა“.

„ჩვენ ვიზიტის დროს უნგრეთში, კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს, რომ, რა თქმა უნდა, უნგრეთი ზოგადად არის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდამჭერი და კონკრეტულად ამ შემთხვევაშიც, აუცილებლად დაუჭერს მხარს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ეს არის უნგრეთის მყარი პოზიცია. გარდა ამისა, უნგრეთის პოზიციაა, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ერთ კალათში ყველა ქვეყნის განხილვა. მათ უკრაინასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვთ, მაგრამ ეს ვერ აისახება მათ პოზიციაზე საქართველოსთან მიმართებით, მათ შორის მოლდოვასთან და ბოსნიასთან მიმართებით. უნგრეთი მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, მოლდოვასთან მოლაპარაკებების გახსნას და ბოსნიასთან დაკავშირებით იმ რეკომენდაციას, რომელიც გაიცა ევროკომისიის მხრიდან - დათქმებით, რომ შემდეგ მოლაპარაკებები გაიხსნას. შარშანაც სამივე ქვეყანა ერთ კალათში იყო, გახსოვთ. სამივე ქვეყნის კანდიდატის სტატუსი ერთ კალათში განიხილებოდა, მაგრამ უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი,, საქართველოს - არა. მაშინაც ერთი კალათი იყო ამ გაგებით, არავითარი განსხვავება არ არის წელს. რატომ არავინ გააპროტესტა ქვეყნის შიგნით ან ქვეყნის გარეთ ის, რომ ერთი კალათიდან საქართველო სრულად უსამართლოდ ამოიღეს? ახლა რატომ საუბრობენ ასეთი დაჟინებით იგივე ადამიანები, რომ მაინცდამაინც ერთ კალათში უნდა იყოს განხილული ჩვენი და სხვა ქვეყნების საკითხი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის