ირაკლი კობახიძე - ე.წ. ეკონომისტი გახარია აცხადებს, რომ 14 მილიარდი დოლარი წავიდა 20-25 ოჯახის ჯიბეებში - აქედან ოცდამეხუთედი უეჭველი მეკუთვნის ხომ? სად არის ჩემი 600 მილიონი დოლარი, არ ვიცი, გახარიას ვკითხოთ

სამ წელიწადში საქართველოს ეკონომიკა 16-დან 30 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. გახარია, ე.წ. ეკონომისტი აცხადებს, რომ ეს 14 მილიარდი დოლარი წავიდა 20-25 ოჯახის ჯიბეებში, აქედან, ოცდამეხუთედი უეჭველი მეკუთვნის ხომ? სად არის ჩემი 600 მილიონი დოლარი არ ვიცი, გახარიას შეიძლება ვკითხოთ და აღმოაჩინოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში ეკონომიკა იზრდება, თუმცა ის „20-25 ოჯახის კეთილდღეობას ხმარდება და კონკრეტული ოჯახების ჯიბეში მიდის“.

კობახიძის განცხადებითვე, გიორგი გახარია „ისტერიკაშია“. „რაც შეეხება შალვა პაპუაშვილზე განცხადებას, ჩვეულებრივი უზრდელია და მაგაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო, არ ვიცი. რაც შეეხება თვითონ მის განცხადებებს ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით, მან აღიარა, რომ ქვეყანას ეკონომიკური ზრდა აქვს. მინდა ციფრებში გითხრათ, რა არის ეს ეკონომიკური ზრდა. ჩვენი ეკონომიკა 2020 წელს 16 მილიარდი დოლარი იყო, მაშინ გახარია იყო პრემიერი. ამ წლის ბოლოსთვის 30 მილიარდი დოლარი გახდა ანუ, ამ სამ წელიწადში საქართველოს ეკონომიკა 16-დან 30 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, ანუ, 14 მილიარდი დოლარით. გახარია, ე.წ. ეკონომისტი აცხადებს, რომ ეს 14 მილიარდი დოლარი წავიდა 20-25 ოჯახის ჯიბეებში. მერე, როგორც ვიცი, გვარები დაასახელა და ერთ-ერთი მე მომიხსენია. 25 ოჯახის ჯიბეში თუ წავიდა, აქედან ოცდამეხუთედი უეჭველი მეკუთვნის ხომ? - მინიმუმ თანაბრად უნდა განაწილებულიყო. სად არის ჩემი 600 მილიონი დოლარი არ ვიცი, გახარიას შეიძლება ვკითხოთ და აღმოაჩინოს. მე რისი თქმა მინდა, ამ დონეზე არასერიოზულია მისი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ჭარბი 14 მილიარდი დოლარი, რაც ქვეყანაში გაჩნდა, 20-25 კაცის ოჯახის ჯიბეებში წავიდა. მან ის მაინც უნდა იცოდეს, რომ აქედან დაახლოებით, მეოთხედი მარტო ბიუჯეტში მიდის. დანარჩენი უამრავ სექტორში ნაწილდება. ამას, როცა 20-25 კაცის ჯიბეების გასქელებას ეძახი, ელემენტარულად პატივს არ სცემს საკუთარ ღირსებას, როგორც ეკონომისტის. მე მგონი, ასე ჰქვია ამას. სამარცხვინოა მისი განცხადებები, ეს აჩვენებს ისტერიკას. ეს კაცი არის ისტერიკაში, ამიტომ, უზრდელობს შალვა პაპუაშვილის მიმართ და ამიტომ ავრცელებს იმ სიცრუეს, რომელიც არის მათემატიკურად დაზუსტებული, რომ სიცრუეა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის