ოთარ შამუგია დუბაიში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს მუხტარ ბაბაევს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა მუხტარ ბაბაევმა შეხვედრაზე მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში - დუბაიში, გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP 28) ფარგლებში გაიმართა.

როგორც ცნობილია, მომავალ წელს კონფერენციას (COP 29) აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო უმასპინძლებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ოთარ შამუგიამ აზერბაიჯანელ კოლეგას სრული მხარდაჭერა აღუთქვა რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიების მაღალ დონეზე ჩატარების უზრუნველსაყოფად. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ შეიქმნება საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც COP 29-ის მთავარ ინიციატივებზე იმუშავებს.

მინისტრმა მუხტარ ბაბაევმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოს როლს აზერბაიჯან-სომხეთის სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესში.

„სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერას მსოფლიოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. საქართველოს კი, დიდი როლი აქვს ურთიერთობების ნორმალიზების მიმართულებით, რასაც ძალიან ვაფასებთ“, - განაცხადა მუხტარ ბაბაევმა.

როგორც შეხვედრაზე ოთარ შამუგიამ აღნიშნა, სწორედ ჩვენი ქვეყნების პირველი პირების ურთიერთობები უწყობს ხელს რეგიონის წარმოჩენას საერთაშორისო ასპარეზზე; მათი ძალისხმევით ჩვენი ქვეყნების ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით სიღრმისეული და პოზიტიურია.

„მშვიდობას, რა თქმა უნდა, ალტერნატივა არ აქვს და მოხარული ვარ, რომ რეგიონში ის განმტკიცდება”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა მუხტარ ბაბაევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს აქვს ურთიერთობისა და თანამშრომლობის დიდი ისტორია პარტნიორ ქვეყანასთან - საქართველოსთან.

„დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან გვქონდა ძალიან ნაყოფიერი დისკუსია სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 28-ე, ასევე, 29-ე კონფერენციის კონტექსტში, რომელიც მომავალ წელს აზერბაიჯანში, ბაქოში გაიმართება. ვფიქრობ, გვაქვს ბევრი შანსი, გავაკეთოთ მეტი და მოვამზადოთ ახალი კონცეფციები, მათ შორის, რეგიონულ დონეზე. ყველა ჩვენგანისთვის 29-ე კონფერენცია (COP 29) იქნება კარგი შესაძლებლობა, რათა ვანახოთ მსოფლიოს, როგორ მიისწრაფვის ჩვენი რეგიონი, აზერბაიჯანი და საქართველო მწვანე მომავლისკენ; იმისათვის, რომ გადავიდეთ მწვანე ტექნოლოგიებზე, მწვანე სოფლის მეურნეობაზე და ყველა იმ მწვანე იდეის განხორციელებაზე, რომელიც დღეს არსებობს მსოფლიოში”, - განაცხადა მუხტარ ბაბაევმა.

აღსანიშნავია, რომ გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია (COP 28) კლიმატის ცვლილების საკითხებში არსებული მრავალმხრივი გადაწყვეტილებების მიმღები პლატფორმაა. დუბაიში მიმდინარე კონფერენციაში მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის 100 000-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა. კონფერენციის ფარგლებში, სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა, მათ შორის, ლიდერთა სამიტი, მინისტერიალები, ორმხრივი შეხვედრები და მოლაპარაკებები.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია