ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის განცხადებით, ჩინეთი მიანმარის დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკებების გამართვას მიესალმება

ჩინეთი მიანმარის დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკებების გამართვას მიესალმება, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაო ნინგმა განაცხადა.

„ჩვენ გვჯერა, რომ ჩრდილოეთ მიანმარში სიტუაციის განმუხტვა ყველა მხარის ინტერესებშია და იგი ჩინეთ-მიანმარის სასაზღვრო ზონაში მშვიდობასა და სტაბილურობას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაო ნინგმა.

მიანმარის მმართველი არმიის წარმომადგენლის ცნობით, გუშინ, ჩინეთის ხელშეწყობით აჯანყებულებთან მოლაპარაკებები გამართეს.

„ჩინეთი მოხარულია ჩრდილოეთ მიანმარის კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვით და ჩვენ მზად ვართ, რომ ამ მიზნით მხარდაჭერა გავაგრძელოთ“, - აღნიშნა მაო ნინგმა.

შეგახსენებთ, რომ მიანმარის მმართველ არმიასა და აჯანყებულებს შორის კონფლიქტი 2021 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ დაიწყო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს