ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ხიდის და გაბიონის მოწყობა მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ხიდის და გაბიონის მოწყობა მიმდინარეობს.

პროექტს ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივითა და ადგილობრივი ბიუჯეტის ფინანსური მხარდაჭერით მერია ახორციელებს.

„პროექტით გათვალისწინებულია ლითონის ხიდის მშენებლობა, ორ ადგილას რკინა-ბეტონის მილხიდის და ნაპირდამცავი გაბიონის მოწყობა. აღნიშნული პროექტის განხორციელებით გზაზე გადაადგილება უსაფრთხო გახდება, ხოლო საკარმიდამო მიწის ნაკვეთების დატბორვის რისკი მინიმუმამდე შემცირდება. სარეაბილიტაციო მონაკვეთზე წყალდიდობის დროს გზის ქვედა ფერდი ირეცხებოდა, ხოლო საკარმიდამო მიწის ნაკვეთები იტბორებოდა. სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და სამუშაოს სახელშეკრულებო ღირებულება 218 000 ლარს შეადგენს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება