ოლექსი დანილოვი - უკრაინის კონტრშეტევის იმედები არ გამართლდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გამარჯვება ჩვენს მხარეს არ იქნება - ბრძოლის ველზე ყოველთვის ფრიადოსანი ვერ იქნები

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს (NSDC) მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალების კონტრშეტევამ მოლოდინი არ გაამართლა.

დანილოვმა BBC-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ კონტრშეტევაში წარუმატებლობა არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინა ომს წააგებს.

„მაისში ჩვენს ქვეყანაში ყველა მოქალაქეს სურდა ომის სწრაფად დასრულება. იმედები იყო, მაგრამ არ გამართლდა. ეს არ ნიშნავს, რომ გამარჯვება ჩვენს მხარეს არ იქნება. ის, რომ ორი წელია ჩვენს ქვეყანას ვიცავთ, უკვე დიდი გამარჯვებაა“, - აღნიშნა დანილოვმა.

მისი თქმით, ბრძოლის ველზე ყოველთვის ფრიადოსანი ვერ იქნები, როდესაც მდგომარეობა რთულია.

„ადამიანები ხანდახან შეცდომებს უშვებენ, მთელი ცხოვრება ფრიადოსანი ვერ იქნები. ფრონტზე მდგომარეობა ძალიან რთულია, ომის ძველი სახელმძღვანელოების, მათ შორის ნატო-ს, არქივში დაბრუნებაა საჭირო. ასეთი ომი, როგორიც ახლა ჩვენს ქვეყანაშია, არც მე-20 და არც 21-ე საუკუნეში არ ყოფილა“, - აღნიშნა დანილოვმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს