ბექა ლილუაშვილი - სწორედ ასეთია პოლიტიკური კორუფციის ფასი - ეკონომიკა იზრდება, ასევე იზრდება 20-25 ოჯახის საბანკო და არასაბანკო ანგარიშები, იზრდება „ოცნების“ შავი საარჩევნო ყულაბაც

ღარიბაშვილი მხოლოდ ტექნიკურად კი არ იტყუება, როდესაც ხალხს ეკონომიკურ ზრდას ამადლის, მისი ტყუილი, სინამდვილეში, ივანიშვილის ცნობილი ნარატივის პოლიტიკური მემკვიდრეობაა, ეს ნარატივი ასეთია: „ხალხი ძალიან კარგად ცხოვრობს, მაგრამ ამის შეფასებისთვის ღრმა ანალიზის უნარს არის მოკლებული!“,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, გაზრდილ ეკონომიკას ხალხი იმიტომ ვერ გრძნობს, რომ „ასეთია პოლიტიკური კორუფციის ფასი - ეკონომიკა იზრდება, ასევე იზრდება 20-25 ოჯახის საბანკო და არასაბანკო ანგარიშები, იზრდება „ოცნების“ შავი საარჩევნო ყულაბაც“.

„გუშინ საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა გამოქვეყნდა. ღარიბაშვილის „ეკონომიკური დუღილის“ ფენომენი, ტყუილი - ჩვენმა მოქალაქეებმა ამხილეს! მანამდე იყო რუსეთის ხელისუფლება, რომელიც ასევე ღარიბაშვილის ამ ცრუ თვითკმაყოფილებას წყალი შეუყენა და რუსი ტურისტები დაგვამადლა. ამჯერად ხალხმაც პირდაპირ ამხილა. სინამდვილე ასეთია: ეკონომიკა იზრდება - ხალხის პრობლემებიც იზრდება. ანუ ღარიბაშვილი მხოლოდ ტექნიკურად კი არ იტყუება, როდესაც ხალხს ეკონომიკურ ზრდას ამადლის, მისი ტყუილი, სინამდვილეში, ივანიშვილის ცნობილი ნარატივის პოლიტიკური მემკვიდრეობაა. ეს ნარატივი ასეთია: „ხალხი ძალიან კარგად ცხოვრობს, მაგრამ ამის შეფასებისთვის ღრმა ანალიზის უნარს არის მოკლებული!“, არადა, კვლევის მიხედვით: ყოველ მე-10 ოჯახს საჭმლის ფული არ აქვს. ყოველ მე-4 ოჯახს, მხოლოდ საჭმლისთვის ყოფნის შემოსავალი. მთავარ გამოწვევად ქვეყანაში სიღარიბე და უსაფრთხოება სახელდება. მოქალაქეების 16% ემიგრაციაში წასვლას გეგმავს და ამის მთავარი მიზეზი, სწორედ, სამუშაო ადგილების ნაკლებობა და დაბალი ხელფასებია. იცით, რატომა არის ასე? რატომ იზრდება ეკონომიკა, მაგრამ ხალხი ამას ვერ გრძნობს? იმიტომ რომ ასეთია სწორედ პოლიტიკური კორუფციის ფასი - ეკონომიკა იზრდება, ასევე იზრდება 20-25 ოჯახის საბანკო და არასაბანკო ანგარიშები, იზრდება ოცნების შავი საარჩევნო ყულაბაც. თუ სისტემური კორუფცია თქვენს ილუზიებში არ არსებობს, მაშინ რატომ არ შექმენით საგამოძიებო კომისია ქოლცენტრებზე? რატომ არ აფართოებთ დეკლარაციების შემვსებ პირთა წრეს? კიდევ ერთხელ მოვითხოვთ, შექმენით საგამოძიებო კომისია „ჯორჯიან ეარვეისის“ დავალიანების ჩამოწერის საკითხზე! რატომ გეშინიათ? ხომ აგზავნიდით სამთავრობო არხებს, მტკიცებულებები გვინდაო? ნუ გადაეფარებით ამ კომისიებს და გექნებათ! დაელაპარაკეთ ქართველ ხალხს! ესაუბრეთ მოშიმშილე აქციის მონაწილე მასწავლებლებს, რომლებიც აპროტესტებენ განათლების სისტემის მთლიან პოლიტიზებას! ესაუბრეთ ახალგაზრდებს, სადაც ნულოვანი რეიტინგი გაქვთ! ესაუბრეთ ეთნიკურ უმცირესობებს და მშიერ ბავშვებს რეგიონებში! მაგრამ თქვენ ამის რესურსი არ გაქვთ, უზარმაზარი მხარდაჭერა გქონდათ და ახლა, სისტემას ამოფარებულები, მხოლოდ თქვენი კორუფციით ნაშოვნი ფულის დაცვისთვის ზრუნავთ. მხოლოდ კორუფციული ინტერესით მოძრაობთ - ისიც, „ბასლაინში“!“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება