თინა ბოკუჩავა - „ქართული ოცნება“ იტყუება - გაფართოების საკითხი პაკეტში განიხილება, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ კონსენსუსის მიღწევაში ბზარები არსებობს, დიდი იმედი მაქვს, რომ ამას ევროკავშირი გადალახავს

„ქართული ოცნება” იტყუება - ყველა საერთაშორისო პარტნიორი საუბრობს იმაზე, რომ ჩვენი ბედი გადაჯაჭვულია უკრაინასა და მოლდოვაზე, გაფართოების საკითხი ევროკავშირში პაკეტში განიხილება,- ამის შესახებ პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ბოკუჩავა იმედს გამოთქვამს, რომ მიუხედავად გამოწვევებისა, ევროკავშირი დადებითი გადაწყვეტილების მიღებას შეძლებს.

„ქართული ოცნება” მორიგ ჯერზე იტყუება, ატყუებს საკუთარ ამომრჩეველსაც, ყველა საერთაშორისო პარტნიორი საუბრობს იმაზე, რომ ეს არის გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩვენი ბედი გადაჯაჭვულია უკრაინასა და მოლდოვაზე, გაფართოების საკითხი ევროკავშირში განიხილება ერთგვარად პაკეტში, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კონსენსუსის მიღწევაში გამოწვევები და ბზარები არსებობს, ამას ევროკავშირი გადალახავს და გადაწყვეტილება დადებითი იქნება.

იმედი მაქვს, ივანიშვილის რეჟიმის მიზანმიმართული საბოტაჟის მიუხედავად საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, როგორც წესი, ევროკომისიის რეკომენდაციას მიყვება ხოლმე ევროპის საბჭოს საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება, თუმცა, იცით, რომ არის სერიოზული გეოპოლიტიკური გამოწვევები და დისკუსიები. რთულია კონსენსუსის მიღწევა, მაგრამ იმედი მაქვს, ქართველი ხალხის ძალისხმევით და დამსახურებით საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება დადებითი და ქვეყანა გადალახავს მნიშვნელოვან ეტაპს წარმატებით. მოლაპარაკების გახსნა კი იქნება ის ეტაპი, რომელიც კოალიციურმა დასავლურმა მთავრობამ უნდა აიღოს (საკუთარ თავზე)“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ