ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას, მასწავლებელთა პროფესიის პრესტიჟის ამაღლება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას, მასწავლებელთა პროფესიის პრესტიჟის ამაღლება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, არაერთმა მინისტრმა მნიშვნელოვანი სიახლეები წამოიწყო, ბევრი საქმე გაკეთდა, მაგრამ გამოწვევები მაინც რჩება და განათლების და მეცნიერების მინისტრს გიორგი ამილახვარს ამ გამოწვევების გადასაჭრელად კარგად გააზრებული ხედვა აქვს.

„მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ბევრმა, არაერთმა მინისტრმა ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეები წამოიწყო, ძალიან ბევრი საქმე გააკეთა, ძალიან ბევრი რეფორმა განხორციელდა, მაგრამ ახლა ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები და ჩვენს მინისტრს, გიორგი ამილახვარს აქვს ძალიან კარგი ხედვა, კარგად გააზრებული. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, მჭიდროდ ვმუშაობთ ამ საკითხების გადაწყვეტაზე.

ჩვენთვის მთავარი არის ხარისხიანი განათლება. ეს ჯერ კიდევ რჩება მთავარ გამოწვევად და ამაზე მიუთითებს ყველა კვლევა. ჩვენ დავიწყეთ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება. მე მინდა რამდენიმე მნიშვნელოვანი აქცენტი გავაკეთო, ეს იქნება ჩვენი ღირსეული მასწავლებლების პროფესიული განვითარება და მხარდაჭერა. მთავრობას კარგად აქვს გააზრებული ამ საკითხის მნიშვნელობა და ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას და მხარდაჭერა გაგრძელდება. ზოგადად, მასწავლებელთა პროფესიის პრესტიჟის ამაღლება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჩვენი მთავრობის. ამ მიზნით ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას მასწავლებელთა მხარდამჭერი ინიციატივების განხორციელების და მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესების კუთხით. მინისტრის ინიციატივით, მინდა შეგახსენოთ, რომ მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის დახვეწაზე, რომელიც სრულად ახალ ხედვას ეფუძნება და ამის თაობაზე ბატონი მინისტრი თავად წარმოგიდგენთ ძალიან მალე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი