გიორგი ამილახვარი - მასწავლებელთა თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა ამბობს, რომ სქემაში და სტატუსების მოპოვების პროცესში ებმევა იმიტომ, რომ სახელფასო დანამატი უნდა - მივიღეთ გადაწყვეტილება, ეს ორი პროცესი გავყოთ

მასწავლებელთა თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა ამბობს, რომ სქემაში და სტატუსების მოპოვების პროცესში ებმევა იმიტომ, რომ სახელფასო დანამატი უნდა - მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ორი პროცესი გავყოთ, ცალკე იყოს სახელფასო პოლიტიკა, რომელიც სტატუსების მიუხედავად, ყველა პედაგოგს განუსაზღვრავს ღირსეულ ანაზღაურებას და ცალკე ვიზრუნოთ მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე,- ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, საუბარია არა გაუქმებაზე, არამედ განვითარებაზე.

„კვლევებისა და ანალიზის თანახმად, მასწავლებელთა თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა ამბობს, რომ სქემაში და სტატუსების მოპოვების პროცესში ებმევა იმიტომ, რომ მას სახელფასო დანამატი უნდა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს მასწავლებლის პროფესიული განვითარება.

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ორი პროცესი გავყოთ. ცალკე იყოს სახელფასო პოლიტიკა, რომელიც სტატუსების მიუხედავად, ყველა პედაგოგს განუსაზღვრავს ღირსეულ ანაზღაურებას და ცალკე ვიზრუნოთ მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე. რა თქმა უნდა, აქ, ბუნებრივია, არავითარ გაუქმებაზე არ არის საუბარი და საუბარია მხოლოდ განვითარებაზე. ჩვენ მზად ვართ და ღია, ყველა დარგობრივ ორგანიზაციასთან ერთად, განსაკუთრებით მასწავლებელთა პროფესიულ პროფკავშირთან ერთად და სხვა ყველა დაინტერესებულებთან ერთად, დავიწყოთ აქტიური მუშაობა ე.წ. სქემის გაუმჯობესებაზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უნდა ჩავრთოთ ფართო სასკოლო საზოგადოება. ეს არის ის მიდგომა, რომელსაც ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნება“,- განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია