გიორგი ამილახვარი - ჩვენ რაში გვჭირდება სალომე ზურაბაშვილთან ერთობა - კანდიდატის სტატუსი „ქართული ოცნების“ მონაპოვარია და იმედი მაქვს, გადაწყვეტილება 2 დღეში გამოცხადდება

ჩვენ რაში გვჭირდება მასთან {სალომე ზურაბაშვილთან} ერთობა, როდესაც „ქართული ოცნების“ მთავარი მონაპოვარია და იმედი მაქვს, ეს გამოცხადდება და დამტკიცდება 2 დღეში, რომ ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს - ამიტომ ჩვენ არავისთან არ გვჭირდება ამის დამტკიცება და არავისთან შეერთება. ყოფილ პრემიერებს, პრეზიდენტებს თუ სურთ აღნიშნულ აქტში მონაწილეობა, მათი არჩევანია, - ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა 13 დეკემბერს, ორბელიანების სასახლეში დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ ღონისძიებასთან დაკავშირებით მოსაწვევიც არ მიუღია.

„რას უნდა შევუერთდეთ? მე არ ვიცი, რას გულისხმობს პრეზიდენტი და თქვენ ამ კითხვაში, ვისაც უნდა მივიდეს და მოაწეროს ხელი. ჩვენ რაში გვჭირდება მასთან ერთობა, როდესაც „ქართული ოცნების“ მთავარი მონაპოვარია და იმედი მაქვს, ეს გამოცხადდება და დამტკიცდება 2 დღეში, რომ ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ქართველი ერის 80%-ზე მეტი უჭერს მხარს ამ მიმართულებას, რომელიც მისმა ხელისუფლებამ - “ქართულმა ოცნებამ” აღასრულა. ამიტომ ჩვენ არავისთან არ გვჭირდება ამის დამტკიცება და არავისთან შეერთება და ყოფილ პრემიერებს, თუ პრეზიდენტებს თუ სურთ აღნიშნულ აქტში მონაწილეობა, მათი არჩევანია.

მე ხელი მოვაწერე ამ გადაწყვეტილებას, ყველა იმ კომპონენტში, მათ შორის დღევანდელ პრეზენტაციაში, სადაც მათ შორის, იქნება ევროპული ღირებულებები დამკვიდრებული სასკოლო განათლებაში, ეს არის ჩემი ხელწერა და კონკრეტული აქტებით დადასტურება, მათ შორის, პრეზიდენტთან, ეს ჩემი და ჩვენი სტილი არ არის. მე მოსაწვევი არ მიმიღია”, - განაცხადა ამილახვარმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს