ავსტრიის კანცლერი - არსებულ პირობებში ავსტრია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას არ დათანხმდება

არსებულ პირობებში ავსტრია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას არ დათანხმდება, - ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა განაცხადა.

კარლ ნეჰამერმა განაცხადა, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინასთან შედარებით უკრაინის მიმართ ფავორიტიზმი არ უნდა არსებობდეს.

„არსებულ პირობებში ავსტრია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას არ დათანხმდება. უკრაინას ბოსნია და ჰერცეგოვინასთან შედარებით უპირატესობა არ უნდა ჰქონდეს, რომელიც, ასევე, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს“, - განაცხადა კარლ ნეჰამერმა.

ნეჰამერმა აღნიშნა, რომ ავსტრიის მთავრობა, უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში, ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებულ პროცედურას ეწინააღმდეგება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს